დადასტურდა: ბელარუსის ნაკრები საქართველოში გამოკვეთილი ლიდერის გარეშე ჩამოდის 

ბელარუსული მედიის მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – მათი საფეხბურთო ნაკრები საქართველოში გამოკვეთილი ლიდერის, სტანისლავ დრაგუნის გარეშე ჩამოვა.

ბელარუსები თავდაპირველად წერდნენ, რომ ნაკრებში 11 გოლის გამტან ფეხბურთელს კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა ბორისოვის “ბატესInstagram-ის გვერდზე გავრცელდა ფოტო, სადაც ის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

sports.trybuna.by-ს ცნობით, სტანისლავ დრაგუნის ეროვნულ გუნდში ვერ მოხვედრის რეალური მიზეზი მისი პოლიტიკური შეხედულებები და ქვეყნის მმართველ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დაპირისპირებაა.

32 წლის ნახევარმცველი, რომელსაც წარსულში მოსკოვის “დინამოშიც” უთამაშია, ეროვნულ გუნდში 68 შეხვედრა აქვს ჩატარებული, აქედან ორი კი კაპიტნის რანგში.

(494)

დადასტურდა: ბელარუსის ნაკრები საქართველოში გამოკვეთილი ლიდერის გარეშე ჩამოდის 

სტატიის ავტორი
-