Belive

დადასტურდა: დონი ვან დე ბეეკი მანჩესტერის ფეხბურთელია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკვე ოფიციალურად: დონი ვან დე ბეეკი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა "წითელ ეშმაკებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 23 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამსტერდამის "აიაქსის" მორიგი ოქროს თაობის კიდევ ერთი წარმომადგენელია, ინგლისურმა გრანდმა 39 მილიონ ევროდ შეიძინა. ვან დე ბეეკმა, რომელიც "აიაქსის" აკადემიაში 2008 წლიდან ირიცხებოდა, მთავარ გუნდში 175 შეხვედრა ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა, 34 საგოლე გადაცემა გააკეთა და ნიდერლანდებში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. "წითლების" ახალწვეული, რომელიც ნახევარდაცვაში პოლ პოგბასთან და ბრუნო ფერნანდეშთან ერთად ითამაშებს, "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს: "შეუძლებელია იმ ემოციიის სიტყვებით ახსნა თუ რა ემოციას ვგრძნობ ამხელა ისტორიის მქონე კლუბში გადმოსვლით. "აიაქსში" გატარებული წლებისთვის ყველას მადლობას ვუხდი, ის ჩემი სახლია, მე იქ გავიზარდე და ამ კლუბთან ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მექნება. ახლა მე მზად ვარ, გადავდგა შემდეგი ნაბიჯი ჩემს კარიერაში და ჩემზე დაკისრებული მოვალეობა უმაღლეს დონეზე შევასრულო, რადგან არ არსებობს უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს".   

სხვა სტატიები