Belive

დადასტურდა: გორან პანდევი და ელიფ ელმასი მაკედონიის ნაკრებს შუერთდნენ (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მაკედონიურ სპორტულ მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული შოკისმომგვრელი ინფორმაციები გაბათილებულია. გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ გუნდის ის ლიდერები, რომელიც სერია A-ში თამაშობენ ნაკრების დახმარებას ვერ მოახერხებდნენ, გაქარწყლებულია. გუნდის კაპიტანი გორან პანდევი და ნახევარმცველი ელიფ ელმასი მათმა კლუბებმა, შესაბამისად "ჯენოამ" და "ნაპოლიმ" სამშობლოში გაუშვეს. ფეხბურთელები უკვე სკოპიეში იმყოფებიან და საქართველოს დედაქალაქში გამოსამგზავრებლად ემზადებიან. მათთან ერთად გუნდს პრემიერლიგაში აღზევებულ "ლიდსში" მოთამაშე ეზგიან ალიოსკიც შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდიც ადასტურებს, რომელიც შემდეგ ვიდეოს გვთავაზობს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება.ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები