Belive

დაგვიბრუნეთ ძველი გუნდი! - რეალის გულშემატკივრები ცვლილებებს ითხოვენ

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალი" ზედიზედ მეხუთე მატჩში ვერ იმარჯვებს: 1 გატანილი გოლი, 4 წაგება და 1 ფრე - ეს არის მადრიდული გუნდის მონაგარი გასულ მატჩებში. მადრიდული გუნდის გულშემატკივარს ასე ცუდად მოთამაშე "რეალი" უკვე წლებია არ უნახავს და 5 წელიწადში 4 ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდისგან გულშემატკივარი სულ სხვა ფეხბურთს ითხოვს. სრულიად მოულოდნელად, მადრიდელებმა საკუთარ მოედანზე "ლევანტეს" დამარცხება ვერ შეძლეს (1:2) და ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ისაა, რომ მარსელოს გოლამდე "რეალს" 480 წუთის განმავლობაში გოლი გატანილი არ ჰქონდა, რაც ანტირეკორდს წარმოადგენს. Twitter-ის საშუალებით მადრიდული გუნდის გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის, ხულენ ლოპეტეგის გაშვებას ითხოვენ:

"სამარცხვინო თამაში და სამარცხვინო შედეგი. ეს უკვე საკმარისია, დაგვიბრუნეთ ძველი გუნდი."
"ლოპეტეგის დღეები დათვლილია. არც კი მახსენდება ასეთი ცუდი თამაში, განსაკუთრებით პირველ ნახევარში"
9 ტურის შემდეგ "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილს იკავებს და იგი "ბარსელონას" (18ქ.), "ალავესს" (17ქ.), "სევილიასა" (16ქ.) და "ატლეტიკოს" (16 ქ.) ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 28 ოქტომბერს, ფეხბურთის გულშემატკივრებს "ელ კლასიკო" ელოდებათ. თუკი ტრავმირებული მესის გარეშე მოთამაშე კატალონიელები "რეალის" დამარცხებას შეძლებენ, ეჭვგარეშეა, რომ ხულენ ლოპეტეგის ბედი მადრიდში საბოლოოდ გადაწყდება.

სხვა სტატიები