Belive

დაიჩი საუკეთესოა - ბარნლის მწვრთნელმა სოლსკიაერს აჯობა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შონ დაიჩი ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. "ბარნლის" დამრიგებელმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეორედ მიიღო, მისმა გუნდმა კი თებერვალი წაუგებლად ჩაამთავრა და პირველ ათეულში დაბრუნდა. წინა თვეში, დაიჩის გუნდმა "არსენალთან" და "ნიუკასლთან" ფრე ითამაშა, ხოლო "საუტჰემპტონი" და "ბორნმუთი" დაამარცხა. გამოკითხვაში გამოცდილმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერი და კრის ვაილდერი დაამარცხა.

48 წლის სპეციალისტმა პირველად პრესტიჟული ჯილდო 2018 წლის მაისში მიიღო, როცა მისმა გუნდმა ევროპის ლიგის საგზური გაინაღდა.

სხვა სტატიები