Belive

Daily Mirror - სოლსკიაერს როჯერსი შეცვლის?!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ოლდ ტრაფორდზე" დაუძინებელ მტრებთან ("ლივერპული", "მანჩესტერ სიტი") განცდილი მარცხის შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა და შესაძლოა უახლოეს მომავალში მას "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინონ. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურები ბრენდან როჯერსის კანდიდატურით აქტიურად ინტერესდებიან. Daily Mirror-ის მტკიცებით, პრემიერ ლიგის გრანდის მესვეურები ოლე გუნარ სოლსკიაერის შემცვლელად ბრენდან როჯერსს განიხილავენ. "ლესტერთან" მოქმედი კონტრაქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ როჯერსის კანდიდატურით რომელიმე ევროპული გრანდი დაინტერესდება, მას კლუბის დატოვების უფლებას მისცემენ. შეიძლება ითქვას, რომ სოლსკიაერის ბედი მომდევნო სამი მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. სანაკრებო პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგა 20 ნოემბერს განახლდება, მომდევნო სამ ტურში კი "მანჩესტერ იუნაიტედს" "უოტფორდის", "ჩელსისა" და "არსენალის" ბარიერის დაძლევა მოუწევს.

სხვა სტატიები