Belive

მანჩესტერის სპორტულმა დირექტორმა მოურინიოს შემცვლელი შეარჩია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" უკანასკნელი 29 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი სტარტი აიღო. "წითელი ეშმაკების" სათამაშო ფორმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრიტანული ტაბლოიდებისათვის სპეკულაციის მთავარ თემას ჟოზე მოურინიოს შემცვლელის ვინაობის დადგენა წარმოადგენს. უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტის დასჯის შემთხვევაში, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ყველაზე რეალურ კანდიდატად ზინედინ ზიდანი განიხილება. თუმცა გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდების, The Independent-ისა და The Sun-ის მტკიცებით, ედ ვუდვორდს "ოლდ ტრაფორდზე" მაურისიო პოჩეტინოს ხილვა სურს. ჩრდილო-ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერის სტატუსი მოირგო, რის შემდეგაც მისი სახელი არაერთ გრანდს დაუკავშირეს. წყაროს მტკიცებით, "მანკუნიანელების" აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი მაურისიო პოჩეტინოსათვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებით პირადადაა დაინტერესებული.  

სხვა სტატიები