Belive

დაკავებული ფეხბურთელი სასამართლოზე: "შეცდომა დავუშვი, 22 ივნისს ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე ამბობს, რომ მან შეცდომა დაუშვა. ადვოკატების მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობის დაყენების შემდეგ, ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და მისი მდგომარეობის გათვალისწინება სთხოვა. "შეცდომა დავუშვი. დედა მყავს ცუდად. ასევე 22 ივნისს მაქვს ქორწილი და გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ", - მიმართა ლაშა ჩაფიძემ მოსამართლეს.

წყარო: interpressnews.ge

სხვა სტატიები