Belive

დალიჩი: ,,იაპონიამ ხორვატიის ნაკრები სათანადოდ არ შეაფასა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, იაპონიასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ბიჭებს ვულოცავ ისტორიულ მიღწევას. კარგად ვითამაშეთ და ბევრი ვიბრძოლეთ.

მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა შესანიშნავი შედეგია. პირველი ნახევარი საათი სიტუაციას ვაკონტროლებდით, მაგრამ შემდეგ საკუთარ თავს პრობლემები შევუქმენით.

იაპონელებმა სათანადოდ არ დაგვაფასეს და ეს მათი შეცდომა იყო. მათ ეგონათ, რომ ჩვენ წინააღმდეგ ადვილი იქნებოდა.

გოლი შესვენებამდე გავუშვით, რაც დიდი ხანია არ მომხდარა. ხორვატიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა იმ გუნდთან, რომელმაც გერმანიას და ესპანეთს მოუგო,'' - განაცხადა დალიჩმა.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებმა იაპონიას პენალტების სერიაში მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

დალიჩის გუნდის მომავალი მეტოქე ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის დაპირისპირებაში გაირკვევა.

სხვა სტატიები