Belive

დანაკლისი - საქართველოს ნაკრებს კაპიტანი ვერ დაეხმარება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარტის მატჩებისთვის ჯაბა კანკავა გამოაკლდება. როგორც ცნობილია, ლიგა 1-სა და ლიგა 2-ის კლუბები შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ფეხბურთელები ნაკრებებში არ გაუშვან. L'Equipe-ს ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის გამო არსებული შეზღუდვების გამო, მოთამაშეებს ევროკავშირის საზღვრების დატოვება აეკრძალათ. შეგახსენებთ, რომ 25 მარტს "ჯვაროსნები" სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდებიან. სანიოლის გუნდი პირველი მატჩიდან 3 დღეში ესპანეთს მიიღებს, 31 მარტს კი საბერძნეთს ეწვევა.

სხვა სტატიები