Belive

დანაკლისი - საქართველოს ნაკრებს ფინალში ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩამდე სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. "შტურმის" ოფიციალური გვერდის თანახმად, ოთარ კიტეიშვილმა საზარდულის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზე ის 6 კვირის განმავლობაში ვერ გავა. იქიდან გამომდინარე, რომ ერთა ლიგის ფინალი 12 ნოემბერს გაიმართება, ვლადიმირ ვაისის გუნდი მაკედონიასთან ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს.
"ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი ინფორმაციაა. ოთარმა ბოლო 3 თვეში მე-3 დაზიანება მიიღო. ვიმედოვნებთ, რომ კიტეიშვილი მოედანს მალე და უფრო ძლიერი დაუბრუნდება," - განაცხადა გრაცის "შტურმის" მთავარმა მწვრთნელმა.

სხვა სტატიები