Belive

დანი ალვეში - ბარსელონას ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" 38 წლის მარჯვენა მცველი - დანი ალვეში, კლუბში დაბრუნების შემდეგ, ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება. ბრაზილიელი ვეტერანი 5 წლის შემდეგ ყოფილ კლუბში დაბრუნდა და მისი თქმით, ეს მისთვის კარიერის საუკეთესო დასასრულია. მან კონტრაქტს ხელი პარასკევს მოაწერა, 15 ნოემბერს კი სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. დანი ალვეში 'ბარსელონაში" 2008-2016 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდში მან ყველა ტიტული მოიგო კლუბთან ერთად. მან ამ ყველაფრის მოგება ხავი ერნანდესთან ერთად შეძლო, რომელიც ახლა უკვე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელია. "ბარსელონას" ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიუხედავად კარგი ურთიერთობისა, მათ არ შეუძლიათ სოლიდური კონტრაქტი გაუხანგრძლივონ დანი ალვეშს და არ შეუძლიათ მისთვის დიდი ხელფასის გადახდა. თუმცა ამ ყველაფერს დანი ალვეში დიდ ყურადღებას საერთოდ არ აქცევს.
,,ჩემთვის ეს არის კარიერის ზღაპრული დასასრული, დავბრუნდი იქ, სადაც მოვიგე ყველა ტიტული სადაც კი ოდესმე მითამაშია, ამიტომ ჩემთვის, ამ ურთიერთობაში ფული არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი". - დანი ალვეში.
ასევე ცნობილია, რომ ბრაზილიელი მარჯვენა მცველი "ბარსელონაში" სავარაუდოდ 8 ნომრიან მაისურს მოირგებს.  

სხვა სტატიები