Belive

დანი ალვეში: "ბოკა-რივერის ევროპაში ჩატარება სირცხვილია!"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი მცველი, დანი ალვეში ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი შეხვედრის ევროპაში გადმოტანის საკითხს გამოეხმაურა. ცნობილია, რომ არგენტინაში "რივერ პლეიტის" ფანების მიერ მოწყობილი არეულობის გამო, "სუპერკლასიკოს" ჩატარება მადრიდში, კერძოდ კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადატანა გადაწყდა. "ბოკა-რივერის ევროპაში გადმოტანა ყველაზე დიდი სირცხვილია, რასაც როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი მოვსწრებივარ. მჯერა, რომ ფეხბურთის არსებობას ვნება, გრძნობები და განსაკუთრებით, პატივისცემა განაპირობებს. ადამიანს დღესასწაული კი არ უნდა წაართვა, არამედ მას სწორი გზისკენ უნდა მიუთითო," აღნიშნა ალვეშმა Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.  

 
View this post on Instagram
 

La cocha de s..... madre. No me hagan cabrear señores que yo soy de buenas vibras, así que hagan las cosas bien o no vamos a poner serios ehhh! #LODESULDAMERICASEVIVEALLA🤬

A post shared by DanialvesD2 My Twitter (@danialves) on

სხვა სტატიები