Belive

დანი ალვეში მესისთან ვარჯიშზე: "გამასწრო და საკუთარ თავს შევეკითხე - ეს ხუმრობაა?"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დანი ალვეშმა "ბარსელონაში" ლეო მესისთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა. 38 წლის ბრაზილიელი, რომელიც კატალონიურ კლუბში ახლახანს დაბრუნდა, არგენტინელის წინააღმდეგ ვარჯიშებს განსაკუთრებულად იხსენებს.
"მახსოვს ერთი ვარჯიში, როდესაც მესი ბურთით ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რაც ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. ცხადია, ეს ხშირად ხდებოდა, მაგრამ კონკრეტულად ეს დღე განსაკუთრებული იყო. გამასწრო. ბუცებზე დავიხედე და საკუთარ თავს ვკითხე - "ეს ხუმრობაა?" თითქოს, მისი ორივე ბუცი ერთმანეთთან გაერთიანებული იყო. ეს ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო მცველების წინააღმდეგ თამაშობს და ისე იქცევა, თითქოს ეს პარკში კვირა დღე იყოს," - ამბობს დანი ალვეში.  

სხვა სტატიები