Belive

დანი ალვეში პარი სენ-ჟერმენში რჩება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ESPN-ის ინფორმაციით, დანი ალვეშმა "პარი სენ-ჟერმენში" დარჩენა გადაწყვიტა - ცნობილია, რომ ბრაზილიელთან მოლაპარაკება რამდენიმე თვის განმავლობაში მონაწილეობდა. 35 წლის დანი ალვეშს "პსჟ-ში" 2 წლით დარჩენა სურდა. კონტრაქტის თანახმად, იგი პარიზში მინიმუმ 1 წლის განმავლობაში ითამაშებს (1+1 კონტრაქტი). დანი ალვეში ამჟამად მუხლის ტრავმას იშუშებს და სავარაუდოდ, იგი მოედანს სეზონის ბოლოს დაუბრუნდება. საინტერესო ფაქტია, რომ დანი ალვეშს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება სურს და მისი აზრით, პარიზულ გრანდში თამაში მას ფორმის შენარჩუნებაში დაეხმარება.  

სხვა სტატიები