Belive

დანი ალვეში: რონალდუ ყველაზე რთული მეტოქე იყო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე სწორედ კრიშტიანუ იყო. - "რონალდუს ჩემს წინააღმდეგ რაიმე განსაკუთრებული არასდროს გაუკეთებია, რადგან მე ყოველთვის 100 პროცენტით ფოკუსირებული ვიყავი. უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე კრიშტიანუ იყო. რონალდუ განეკუთვნება იმ მოთამაშეების კატეგორიას, რომლის წინააღმდეგ სათამაშოდ ყოველთვის 100 პროცენტით უნდა იყო მზად. თუ ოდნავ მაინც მოადუნებ ყურადღებას ის ძალიან მარტივად მოგატყუებს და გამოგიყვანს სულელ ფეხბურთელად." - განაცხადა ალვეშმა შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში "ბარსელონას" რიგებში 8 წლის განმავლობაში ასპარეზობდა. ჩაატარა 391 შეხვედრა და 21 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები