Belive

დანი ალვეში: "რონალდუს გარეშე რეალი გაცილებით უფრო სახიფათოა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, მადრიდის "რეალის" თაობაზე საინტერესო განცხადებას ავრცელებს. დანი ალვეშის მტკიცებით, "ბლანკოსი" კრიშტიანუ რონალდუს გარეშე გაცილებით უფრო სახიფათოა. მადრიდის "რეალი" ზედიზედ მეოთხედ შეეცდება ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფით დასრულებას. რონალდუს არყოფნა კი "სამეფო კლუბის" პერფორმანსზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს. "მადრიდული გრანდის წინააღმდეგ, ნებისმიერ ოპონენტს კვლავ მძიმე ბრძოლა ელის. რონალდუს გარეშე დარჩენილი "რეალი" გაცილებით უფრო გუნდური გახდა, რომლის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი მეტოქისათვის გართულდება. რონალდუს წასვლა დიდი დანაკლისია, თუმცა "ბლანკოსი" ამ დანაკლისს იოლად შეავსებს", აღნიშნა დანი ალვეშმა.

სხვა სტატიები