Belive

დანი ალვეში: ,,თუ მესი ტიტულების რაოდენობით გამასწრებს, 50 წლამდე ვითამაშებ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მექსიკური ,,პუმასის'' მცველის, დანი ალვეშის თქმით, ჯერჯერობით კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს:

,,მომავალზე ბევრი ფიქრი არ მიყვარს, რადგან იმის პროგნოზირება თუ რა მოხდება, შეუძლებელია. უბრალოდ, ცხოვრებას მივყვები...

თუ მესი მოპოვებული ტიტულების რაოდენობით გამასწრებს, 50 წლამდე ვითამაშებ,'' - ალვეშის სიტყვებს Espn-ი ციტირებს.

კარიერაში მოპოვებული გუნდური ტიტულების რაოდენობით დანი ალვეში მსოფლიო ფეხბურთის რეკორდსმენია - ბრაზილიელის ანგარიშზე 46 ტიტულია.

რაც შეეხება მესის, არგენტინელმა პირველ აგვისტოს, ,,პსჟ-სთან'' ერთად, საფრანგეთის სუპერთასი მოიგო, რაც მის კარიერაში 41-ე გუნდური ჯილდოა.

სხვა სტატიები