Belive

დანი ალვეშის პრეზენტაციას 40 ათასი გილშემატკივარი დაესწრო (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიურმა "სან-პაულომ" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, დანი ალვეში წარადგინა. პრეზენტაცია "სან-პაულოს" სტადიონზე, "ესტადიო დო მორუმბიზე" გაიმართა და მას 40 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. დანი ალვეში ბრაზილიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ბოლოს ის "პსჟ"-ს ღირსებას იცავდა. აღსანიშნავია, რომ "სან-პაულოს" მაისური მას კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა, კაკამ გადასცა. 36 წლის ფეხბურთელი წლების განმავლობაში "სევილიას", "ბარსელონას", "იუვენტუსისა" და "პსჟ"-ს ერთ-ერთი ლიდერი იყო.

სხვა სტატიები