Belive

დანი ალვეშის ცოლმა ფეხბურთელთან განქორწინება გადაწყვიტა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიელი ფეხბურთელის, დანი ალვეშის, ცოლმა, ჟოანა სანსმა, ფეხბურთელთან განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ალვეში რამდენიმე დღის წინ, 23 წლის ქალის გაუპატიურების გამო დაიჭირეს.

ფეხბურთელმა თქვა, რომ ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით მოხდა, თუმცა, თავდაპირველად, მსხვერპლთან ყველანაირი კავშირი გამორიცხა, რადგან ღალატის ფაქტის დამალვა სურდა.

ალვეშს დანაშაულის აღიარებამდე, ცოლი მხარს უჭერდა, ახლა კი მან განქორწინება მოითხოვა და სოციალურ ქსელში ყველა საერთო ფოტო წაშალა.

გაუპატიურებაში ბრალდების გამო, დანი ალვეშს ,,პუმასმა” კონტრაქტი შეუწყვიტა. ბრაზილიელს მექსიკურ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.

სხვა სტატიები