Belive

დანი ალვეშმა კარიერაში მე-40 ტიტული მოიპოვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრები კოპა ამერიკას გამარჯვებულია - "სელესაომ" "მარაკანას" სტადიონზე პერუს ნაკრები ანგარიშით 3:1 დაამარცხა და თასს მეცხრედ დაეუფლა. 36 წლის დანი ალვეშმა კარიერაში მე-40 ტიტული მოიგო (36 საკლუბო და 4 სანაკრებო დონეზე). ეროვნულ ნაკრებში ალვეშს კოპა ამერიკა (2007, 2019) და კონფედერაციის თასი (2009, 2013) აქვს მოგებული. ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ დანი ალვეში ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ტურნირის საუკეთესო მეკარედ ბრაზილიელი ალისონ ბეკერი დასახელდა, რომელსაც "ოქროს ხელთათმანი" გადაეცა. ტურნირზე ჩატარებულ 6 მატჩში ალისონმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, ისიც პენალტით. ტურნირის ბომბარდირის წოდება ბრაზილიელმა ევერტონმა და პერუელმა გერერომ მოიპოვეს (ევერტონი ფინალის საუკეთესო მოთამაშეც გახდა), რომლებმაც ტურნირზე 3-3 გოლი გაიტანეს. აღსანიშნავი ფაქტია, 3 გოლით ბომბარდირის წოდების მოპოვება ტურნირის ანტირეკორდის გამეორებაა - 1983 წელს, 3 გოლით  მომბარდირის წოდება რგენტინელმა ხორხე ბურუჩაგამ, ბრაზილიელმა რობერტო დინამიტმა, ურუგვაელმა კარლოს აგილერამ და პერუელმა ედუარდო მალასკესმა მოიპოვეს.

სხვა სტატიები