Belive

დანი ალვეშმა ოცნების გუნდში ლეო მესი არ შეიყვანა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' მცველმა, დანი ალვეშმა, კატალონიური გუნდის ყოფილი ფეხბურთელებისგან ოცნების გუნდი შეადგინა. ბრაზილიელმა მეკარის, მცველის, ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციებზე თითო-თითო მოთამაშე შეარჩია. საინტერესოა, რომ ალვეშის რჩეულთა შორის ლეო მესი ვერ მოხვდა. დანის ოცნების ოთხეული ასე გამოიყურება: მეკარე - ვიქტორ ვალდესი მცველი - კარლეს პუიოლი ნახევარმცველი - ხავი თავდამსხმელი - სამუელ ეტო'ო


დანი ალვეშმა ,,ბარსელონასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ბრაზილიელი კატალონიურ გუნდში 2008-2016 წლებში თამაშობდა. >

სხვა სტატიები