Belive

დანი ალვეშმა ციხეში პირველ საფეხბურთო მატჩში მიიღო მონაწილეობა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დანი ალვეშმა ციხეში პირველი საფეხბურთო მატჩი გამართა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

ბრაზილიელი ფეხბურთელი სასჯელს, ბარსელონას მახლობლად, ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ Marca-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ყოფილი მცველის ციხის ყოველდღიურობა არის აღწერილი. მათივე ცნობით, დანიმ თანამემამულეებთან ერთად უკვე მოასწრო საფეხბურთო მატჩის ჩატარება. როგორც Marca იტყობინება, მსჯავრდებულებს შორის აღნიშნულმა შეხვედრამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.

საინტერესოა, რომ ალვეში საკანს მის ნაცნობთან ერთად იზიარებს. ალვეშის თანამესაკნე ბრაზილიელი პირადი მცველია, რომელიც წარსულში რონალდინიოსთან მუშაობდა.

ალვეში ცოტა ხნის წინ სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს. 39 წლის მცველი ბრალდების დამტკიცების შემდეგ, მექსიკურმა “პუმასმა” კლუბიდან გაუშვა და ახლა ციხეში სასჯელს იხდის. თავად ფეხბურთელი უარყოფს მისი მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობას და არაა გამორიცხული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სხვა სტატიები