Belive

დანიისა და ფინეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ერიქსენი დასახელდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი ფინეთთან შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. დანიასა და ფინეთს შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩის პირველი ნახევრის ბოლოს ერიქსენმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა, ფეხბურთელი რამდენიმე წუთში კლინიკაში გადაიყვანეს. უეფამ მალევე დაადასტურა, რომ ნახევარმცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მიუხედავად იმისა, რომ დანიელები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მატჩი მაინც ფინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები