Belive

დანიური მედია: რანდერსმა ლობჟანიძის შემცვლელი იყიდა, საბა თურქეთში გადავა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საბა ლობჟანიძის მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ქართველი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, იანვარში "რანდერსს" დატოვებს. დანიური მედია საბასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ "რანდერსმა" უკვე შეიძინა ლობჟანიძის შემცველი, მათიას გრივი. აღნიშნული ტრანსფერით ეჭვგარეშე ხდება ის, რომ ლობჟანიძე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს შეიცვლის. დანიელები 25 წლის ფორვარდის მომდევნო გუნდსაც ასახელებს. როგორც ცნობილია, ლობჟანიძის შეძენა თურქეთის ჩემპიონატის მე-11 ადგილოსანს, "რიზესპორს" სურს. ქართველ ფეხბურთელს "რანდერსთან" კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე აკავშირებს. ასე რომ, ეს გუნდის ბოლო შანსია, საბასგან ფინანსური სარგებელი ნახოს საბა ლობჟანიძე "რანდერსში" 2017 წელს, "დინამო თბილისიდან" გადავიდა. საქართველოს ნაკრების წევრმა დანიელთა მაისურით 91 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები