Belive

დაპატიმრებული რონალდინიოს პირველი ფოტო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაპატიმრებული რონალდინიო კვლავ პარაგვაის ციხეში იმყოფება. ჟურნალისტმა ჰერნან როდრიგესმა, რონალდინიო პარაგვაის ციხეში მოინახულა და მისი ფოტო გაავრცელა.

შეგახსენებთ, პარაგვაის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რონალდინიო და მისი ძმა, რობერტო, ოთხშაბათს ღამით დააკავეს. არგენტინული La Nacion იწყობინება, რომ პოლიციამ სასტუმროს ნომერში რონალდინიოსა და მისი ძმის ყალბი პასპორტები იპოვეს, სადაც ისინი პარაგვაის მოქალაქეებად იყვნენ წარმოდგენილები. პარაგვაის პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაიში ადგილობრივმა ბიზნესმენმა, კაზინოს მფლობელმა, ნელსონ ბელოტიმ მიიწვია.

სხვა სტატიები