Belive

დაპირისპირება მილანში - ბაკაიოკომ შეცვლაზე შესვლაზე უარი განაცხადა?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური სპორტული მედიის ცნობით, "მილანის" ნახევარმცველმა, ტიმუე ბაკაიოკომ, სერია ა-ს 35-ე ტურის მატჩში შეცვლაზე შესვლაზე უარი განაცხადა. "ბოლონიასთან" მატჩში "მილანის" ფეხბურთელმა, ლუკას ბილიამ ტრავმა მიიღო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ მოედანზე ბაკაიოკოს შეყვანა გადაწყვიტა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ, მის ნაცვლად შეცვლაზე სხვა ფეხბურთელი შევიდა. გატუზომ აღნიშნულთან დაკავშირებით შენდეგი განცხადება გააკეთა: "ბაკაიოკოს მოედანზე შესვლა ვთხოვე, მაგრამ იგი არც განძრეულა, ამიტომაც სხვა ფეხბურთელი შევიდა მოედანზე. ვნახოთ რა მოხდება, აქ საქმე უპატივცემლობას ეხება. ნებისმიერ მათგანს შეუძლია, პროტესტი ჩემთან, კაბინეტში გამოხატოს და არა მოედანზე, კამერების წინ. სეზონის ბოლოს შევხვდებით," აღნიშნა ემოციურად გატუზომ. თავის მხრივ, მომხდარი ბაკაიოკომ ასე ახსნა: "ის რაც მედიაში იწერება, სპეკულაციაა და მეტი არაფერი. როდესაც ლუკასი მოედანზე აღმოჩნდა, სასწრაფოდ მოედანზე შესასვლელად მომზადება მთხოვეს. მაშინვე გახურება დავიწყე, მაგრამ 2-3 წუთის შემდეგ ისევ სკამზე დამაბრუნეს. მინდა ყველამ იცოდეს, რომ შეცვლაზე შესვლა არ მეთაკილება და ეს ყველაფერი კამერებმაც დააფისირეს," განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა. აქვე შეგახსენებთ, რომ ვარჯიშზე რეგულარული დაგვიანების გამო, ბაკაიოკო გუნდმა 90,000 ევროთი დააჯარიმა.

იხილეთ მოედანზე მომხდარი ინციდენტი

 

სხვა სტატიები