Belive

დარჩება პოგბა მანჩესტერში თუ კარიერას სხვა ევროპულ გრანდში განაგრძობს?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ იხუმრა, რომ მას „უძილო ღამეების“ გატარება მოუწევდა იმ შეთხვევაში, თუკი "მანჩესტერ იუნაიტედი" პოგბას გაყიდვას გადაწყვეტდა,რადგან პოგბას ბევრი საკლუბო შემოთავაზება ექნება. მინო რაიოლამ „მანჩესტერის“ ლეგენდის პოლ სქოულზის კრიტიკას უპასუხა,რომელიც კვირას, ბრაიტონთან 3-2-ით დამარცხებას მოყვა,მაგრამ ამან საფიქრალი გაგვიჩინა: იქნება სხვა კლუბი უკეთესი მისთვის, ვიდრე მანჩესტერია? ესპანური, ფრანგული და გერმანული კლუბები განაგრძობენ აქტიურობას სატრანსფერო ბაზარზე, რომელიც 31 აგვისტოს იხურება,თუმცა მცირე შანსია იმისა,რომ პოგბამ ამ ზაფხულს დატოვოს კლუბი. მიუნხენის ბაიერნი არ არის პოგბათი დაინტერესებული, მაგრამ ისმის კითხვა: რომელი ელიტული კლუბი იქნება პოგბასთვის უფრო საინტერესო, ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედი?

სხვა სტატიები