Belive

"დარჩეს, მაგრამ სხვა როლი მოირგოს" - კონორ მაკგრეგორი სულშერს მხარს უჭერს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
შერეული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენელმა, კონორ მაკგრეგორმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს, სოციალურ ქსელში, ნორვეგიელი სპეციალისტის მისამართით არსებული კრიტიკის ქარცეცხლის საპასუხოდ, მისი მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა. UFC-ის სუპერვარსკვლავმა და "წითელი ეშმაკების" გულშემატკივარმა Twitter-ზე სულშერის დამცავი სიტყვები დაწერა და "ოლდ ტრაფორდზე" არსებული პრობლემებზე ისაუბრა.
"იუნაიტედში პრობლემა" არის ის, რომ უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი ესაუბრება ერთმანეთს, თანატოლები. თქვენ გჭირდებათ ვინმე უფრო მაღლა, რომ მართოს სათავეში. ოლე სათადარიგოთა სკამზე იყო, როდესაც რონალდუ თამაშობდა, ის მისი თანატოლია, მაგრამ საკმარისი არ არის. მაქსიმალური სიყვარული და პატივისცემა ოლეს, მაგრამ მისი როლი უნდა შეიცვალოს. ჩემი აზრით", - წერს 33 წლის სპორტსმენი.
PA: Ole Gunnar Solskjaer is under intense pressure at Manchester United.
მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ფანებმა ოლეს მიერ კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვეს, ირლანდიელმა მათ უხეშადაც უპასუხა. საბოლოო ჯამში, მაკგრეგორის სოციალურ ქსელში საფეხბურთო აქტივობიდან იმის გარკვევა შეიძლება, რომ კონორს სულშერის კლუბში დარჩენა სურს, თუმცა მის როლს უფრო ხელმძღვანელობაში ხედავს, ვიდრე სათადარიგოთა სკამზე. მიმდინარე სეზონში, სულშერს კრიტიკა ნამდვილად არ აკლია. მისი გუნდი პრემიერ ლიგაში ჩატარებული 9 ტურის შემდეგ, 14 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში, სამ ტურში მოპოვებული ორი გამარჯვებით და შესაბამისად, 6 ქულით ლიდერობს. ბოლო მატჩი "წითლებმა" ინგლისის ელიტარულ დივიზიონში, პრინციპული მეტოქის, "ლივერპული" წინააღმდეგ, საშინაო კედლებში ჩაატარეს და - 0:5 განადგურდნენ.

სხვა სტატიები