Belive

"დარწმუნებული ვარ არსენალში ნასიამოვნები არიან" - გნაბრიმ ტოტენჰემი დატროლა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" კარში შესრულებული პოკერის და დამაჯერებელი გამარჯვების - 7:2 შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა სერჟ გნაბრიმ კომენტარი გააკეთა და ყოფილ კლუბ ლონდონის "არსენალსაც" ასიამოვნა.  "ძნელია ამ გამარჯვების სიტყვებით გადმოცემა. ასეთ შედეგს ვერავინ წარმოიდგენდა. პოკერის შესრულება გიჟური გრძნობაა. დარწმუნებული ვარ, რომ "არსენალის" გულშემატკივრები ნასიამოვნები არიან. ეს შესანიშნავი შედეგია, ქომაგებს შეგიძლიათ ამ გამარჯვებით ისიამოვნოთ",-თქვა გერმანიის ნაკრების 24 წლის შემტევმა.  შეგახსენებთ, გნაბრი "რეკორდმაისტერის" რიგებში გადაბარგებამდე "მეთოფეთა" ღირსებას იცავდა, ეს უკანასკნელი და "ტოტენჰემი" კი პრინციპული მეტოქენი არიან. 

სხვა სტატიები