Belive

დარვინ ნუნიესის მოქმედებებმა გულშემატკივრის კრიტიკა დაიმსახურა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პარასკვეს "ლივერპული" გამარჯვებით დაბრუნდა. "მანჩესტერ იუნაიტედთან" 4:0 მარცხის შემდეგ, სინგაპურის ეროვნულ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, მერსისაიდელებმა ლონდონურ "კრისტალ პალასთან", ჯორდან ჰენდერსონისა და მოჰამედ სალაჰის გოლებით 2:0 გაიმარჯვეს. თუმცა, მატჩის მთავარი მომენტი ეს ნამდვილად არ ყოფილა. გულშემატკივრების ყურადღება "ლივერპულის" ურუგვაელი ახალწვეულის დარვინ ნუნიესის უცნაურმა მოქმედებებმა მიიპყრო. მერსისაიდელთა სამხუწაროდ, ახალგაზრდა შემტევმა გოლის გატანა ვერ შეძლო და გარდა ამისა, აშკარად ამოვარდნილი იყო საერთო სურათიდან. ბევრ მომენტში მისი მოქმედება საკმაოდ კურიოზული იყო და აშკარად ეტყობოდა, რომ "ლივერპულის" სათამაშო სქემას ჯერ კიდევ არ შეგუებია. თუმცა, გულშემატკივრებს ოდნავადაც არ აინტერესებთ მოთამაშის ადაპტაციის პერიოდი და ცდილობენ დაცინვის პირველივე შანსი ხელიდან არ გაუშვან. მათ მატჩიდან დარვინის გამორჩეული მომენტები ამოჭრეს და სოციალურ ქსელში "ჰაილაითების" სახით გამოაქვეყნეს.

როგორც ჩანს, ახალგაზრდა ურუგვაელს ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რომ გულშემატკივარს მისი საუკეთესო თამაში აჩვენოს. შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" დარვინ ნუნიესი "ბენფიკადან" 75 მილიონ ევროდ დაიმატა.

სხვა სტატიები