Belive

"დარვინი ლივერპულში საკუთარ ისტორიას დაწერს"- ლუის სუარესი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოგეხსენებათ, ამ სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულმა" ურუგვაელი ფორვარდი დარვინ ნუნიესი დაიმატა. მერსისაიდელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. შეგახსენებთ, რომ მისი ტრანსფერი ინგლისში ჯამში 100 მილიონი ევრო დაჯდა. დარვინზე მისმა თანამემამულემ და "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ლუის სუარესმა ისაუბრა:

"დარვინი "ლივერპულში" საკუთარ ისტორიას დაწერს. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია და ვინმესთან შედარება არ სჭირდება. ის შესანიშნავ კლუბში მიდის, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან, განსაკუთრებულ გულშემატკივრებთან და ფეხბურთელებთან, რომლებისგანაც ბევრი რამის სწავლა შეეძლება. შემიძლია, რომ ინგლისისა და სათამაშო სტილის შესახებ რჩევები მივცე, თუმცა ვფიქრობ, რომ მას ეს არ სჭირდება."

სუარესი "ლივერპულში" გამორჩეული მოთამაშე იყო. ურუგვაელი მერსისაიდულ კლუბს 2011 წელს შეუერთდა და 133 შეხვედრაში 82 გოლის გატანა შეძლო. ამჟამად, ის ესპანური "ატლეტიკოს" რიგებში ირიცხება.

სხვა სტატიები