Belive

სამაგალითო საქციელი - აიაქსი აბდელჰაკ ნურის 7.8 მილიონს გადაუხდის

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსი" 24 წლის ფეხბურთელ - აბდელჰაკ ნურის, რომელიც სწორედ "აიაქსის" რიგებში ირიცხებოდა, როდესაც 2017 წელს, 19 წლის ასაკში მყოფი ფეხბურთელი, ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე უგონოდ დაეცა და გულის შეტევის გამო გონება დაკარგა, მოგვიანებით კი მას ტვინის შეუქცევადი დაზიანება დაუდგინეს. ნური კომაში აღარ არის, თუმცა მას ლაპარაკის უნარი დაკარგული აქვს და მხოლოდ მცირე რეაგირების გამოხატვა შეუძლია. "აიაქსი" 7.8 მილიონს გადაუხდის აბდელჰაკ ნურის ოჯახს, რადგან მისი მოედანზე გათიშვის შემდეგ, მედიკოსებმა არაადეკვატურად იმოქმედეს და პირველადი დახმარება სწორედ ვერ გაუწიეს. ასევე, ამსტერდამული კლუბი დაფარავს ნურის სამედიცინო ხარჯებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში, რადგან მას 24-საათიანი მეთვალყურეობა სჭირდება. ამასთან ერთად, მის ნომერს (34) სამუდამოდ ამოიღებენ ხმარებიდან. "აიაქსმა" მისი სახელობის ჯილდოც დააარსა, რომელიც სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა.

სხვა სტატიები