Belive

დასასრული | დორტმუნდი ლეგენდას ცრემლებით დაემშვიდობა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლუკაშ პიშჩეკი დორტმუნდის "ბორუსიას" დაემშვიდობა: გერმანიის თასის ფინალში, პიშჩეკმა უკანასკნელი მატჩი ჩაატარა გუნდს ცრემლებით დაემშვიდობა. 35 წლის პიშჩეკმა ვესტფალენშტადიონზე 11 წელი გაატარა. პოლონელი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ, სანდო, პროფესიონალ ფეხბურთელად ითვლებოდა, რომელიც კარგ გაცილებას იმსაურებდა. ...და ასეც მოხდა: "დორტმუნდმა" ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, სადაც "ლაიფციგს" ანგარიშით 1:4 სძლია, თამაშის დასრულების შემდეგ კი, ემოციებს აყოლილი პიშჩეკი თანაგუნდელებმა ხელში აიტაცეს.

"სიტყვები არ მყოფნის. ნელ-ნელა, ჩემი კარიერა დასასრულს უახლოვდება, ასეთ მომენტს კი ვერასოდეს წარმოვიდგენდი", - აღნიშნა მან.
საინტერესოა, რომ პიშჩეკი კარიერის გაგრძელებას მშობლიურ კლუბში, "გოცაუკოვიცე ზდრუიში" აპირებს.
"პოლონეთში დაბრუნებას უკვე 3 წელია ვაპირებ. მინდა, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად გოცაუკოვიცეში ვითამაშო. მამაჩემი ამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტია და მსურს, რომ მასთან ერთად აკადემიის განვითარებაზე ვიზრუნო. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანად ჩამოვყალიბდი, ამიტომაც, მინდა კლუბს ამაგი დავუფასო", - განაცხადა პიშჩეკმა.
 

სხვა სტატიები