Belive

დატოვებს თუ არა კვარაცხელია რუბინს? - ლეონიდ სლუცკის კომენტარი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ "როსტოვთან" მატჩის წინ, რუსეთში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კლუბებიდან ფეხბურთელების წასვლის შესახებ ისაუბრა.
"არ ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალ ცხოვრებაში ეს წარმოუდგენელი ამბავია. ჩემი პროგნოზით, ყველაფერი მხოლოდ ჰაქსაბანოვიჩისა და დრეიერის წასვლით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვესაუბრებით ფეხბურთელებს და გვესმის გუნდში არსებული სიტუაციის, მაგრამ დეტალებს ამ დროისთვის არ ვასაჯაროვებთ. როცა გარკვეული ინფორმაცია იქნება ოფიციალური, გამოვაცხადებთ. ეს ახალი რეალობაა და მის წინაშე მხოლოდ ჩვენ არ ვდგავართ. დარწმუნებული ვარ, ეს გავლენას რუსეთის ჩემპიონატის ყველა კლუბზე მოახდენს", - თქვა ლეონიდ სლუცკიმ.
"რუბინის" რიგებში ჯერჯერობით ხვიჩა კვარაცხელია ისევ რჩება, თუმცა რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი კლუბს მალე დატოვებს. 21 წლის ფეხბურთელის აქტივში მიმდინარე სეზონში "რუბინის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 1 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები