Belive

დაუჯერებელი ეპიზოდი არგენტინულ კლასიკოში (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინული "კლასიკო" "რივერ პლეიტსა" და "ბოკა ხუნიორსს" შორის ფრედ, 1:1 დასრულდა. პრინციპული დაპირისპირების 89-ე წუთზე დაუჯერებელი რამ მოხდა. "რივერ პლეიტი" გამარჯვების მომტან გოლთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ეპიზოდი საოცრად განვითარდა. თითქოს, გოლი გარდაუვალი იყო, თუმცა ბურთმა ფიზიკის კანონები დაარღვია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მომენტი გოლით არ დასრულდა, "ბოკა ხუნიორსი" კი წაგებას გადაურჩა. არგენტინაში ხუმრობენ, რომ ამ ყველაფერზე გავლენა დიეგო მარადონას სულმა მოახდინა. როგორც იცით, ლეგენდარული არგენტინელი 1981-1982 და 1995-1997 წლებში სწორედ "ბოკაში" თამაშობდა.

იხილეთ ვიდეო: 

სხვა სტატიები