Belive

"დაუჯერებელი, ლეგენდარული" - რას ამბობენ სიტის ფანები ქინქლაძეზე

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დღეს "მანჩესტერ სიტის" ოფიციალურმა გვერდმა გიორგი ქინქლაძის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ინგლისური გუნდი ქართველი ფეხბურთელის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. ვიდეო, რომელიც მანჩესტერელებმა ასე დაასათაურეს - "ჯადოქარი მეინ როუდზე", 4 საათის შემდეგ 40 000 ნახვასა და "სიტის" ფანების ძალიან თბილ კომენტარებს აგროვებს.
გთავაზობთ "ქალაქელთა" გულშემატკივრის მიერ დაწერილ გამორჩეულ შეტყობინებებს.
"ნამდვილი ჯადოქარი, არასწორი ეპოქა, არასწორი დრო, ის იმ გუნდისთვის ზედმეტად კარგი იყო, პეპი კი დღეს გიორგის სუპერვარსკვლავად აქცევდა. დიდი მადლობა მოგონებებისთვის. დავიდ სილვამდე ქინქლაძე საუკეთესო იყო, ვინც "სიტის" მაისურით მინახავს," - ამბობს გულშემატკივარი. ის იმ მცირერიცხოვან მოთამაშეთა სიაში იყო, ვინც თამაშით ადგილიდან მაგდებდა. როგორი ფეხბურთელი... მიყვარდა მისი თამაშის ყურება და ბედნიერი ვიყავი, როცა კლუბში დარჩა (სიტის პრემიერ ლიგიდან გავარდნის მიუხედავად, ქინქლაძე გუნდს მე-2 ლიგაში გაჰყვა)," - წერს ფანი - მაიკ ო'დი. "აბსოლუტურად გამორჩეული, ტოპ კლასის მოთამაშე. პატივია, მისი ყოლა ქალაქში. ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე, ვინც კი ოდესმე მინახავს. წარმოიდგინეთ, რომ ის ახლა ამ ეპოქაში თამაშობდეს. დაუჯერებელი ფეხბურთელი, ნამდვილი ლეგენდა," - თქვა ვერონიკა ბრუუმმა. "ნამდვილი ლეგენდა, ეს ყმაწვილი ბრაზილიელი ან არგენტინელი რომ ყოფილიყო, მის შესახებ იმდენს ილაპარაკებდნენ, რამდენსაც... თავად იცით ვის ვგულისხმობ...," - ამბობს ერთ-ერთი ფანი. "ქინქი, შენ იყავი სინათლე სიბნელეში. სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოგყავდა მაშინ, როდესაც ჩვენ ყველაზე დაბალ დონეზე ვიყავით," - წერს რონ პერსკი.

სხვა სტატიები