Belive

დაუჯერებელი სტატისტიკა - ედერსონი ბურთს მბაპეზე მეტჯერ შეეხო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად, პარიზში, 1:2 მოიგო. უნდა აღინიშნოს, რომ პეპ გვარდიოლას გუნდმა "პსჟ"-ს ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი, კილიან მბაპე ძალიან კარგად გაანეიტრალეს. ფრანგ თავდამსხმელს "სიტის" კარში გუშინ ერთი ზუსტი დარტყმაც კი არ ჰქონია. გარდა ამისა, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, მანჩესტერელთა მეკარე ედერსონი ბურთს 31-ჯერ, ხოლო მბაპე - 30-ჯერ შეეხო. შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ეს მბაპეს კარიერაში ყველაზე ცუდი მატჩი იყო - ახალგაზრდა ვარსკვლავის თამაში 6.7 ქულით შეფასდა.

სხვა სტატიები