Belive

დაუნდობელი სიტის ტრიუმფალური მარში ტიტულისკენ

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
  • "მანჩესტერ სიტი" უკანასკნელად 2020 წლის 21 ნოემბერს დამარცხდა ("ტოტენჰემი" 2:0 "მანჩესტერ სიტი")
  • "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგის ზედიზედ 12 შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება
  • "გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია", - კარლო ანჩელოტი
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის გადადებულ შეხვედრაში, "ევერტონმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა. "გუდისონ პარკზე" გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:3 დასრულდა - რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ალბათობით, გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. მოქმედი ჩემპიონი "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" 16 ქულით ჩამორჩება. მეორეადგილოსან "მანჩესტერ იუნაიტედთან" კი ქალაქელებს 10-ქულიანი ჰანდიკაპი აქვთ. გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება. "ქალაქელებმა" პრემიერ ლიგის ზედიზედ 12 შეხვედრაში შეძლეს გამარჯვების მოპოვება - უკანასკნელად "სიტი" 2020 წლის 21 ნოემბერს დამარცხდა ("ტოტენჰემი" 2:0 "მანჩესტერ სიტი"). მატჩის დასრულების შემდეგ, "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ თამაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
222

"გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩემი აზრით სხვა შესაფერისი არ მოიძებნება. "სიტის" წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამ წუთისათვის "მანჩესტერ სიტი" საუკეთესო გუნდია. ხარისხი, ძალა, რწმენა - "ქალაქელებს" ყველაფერი აქვთ", - აღნიშნა კარლო ანჩლოტიმ.

დაუნდობელი სიტის ტრიუმფალური მარში ტიტულისკენ

"ევერტონისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება 2020 წლის 28 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების გამო, აღნიშნული მატჩი გადაიდო. იმ დროისათვის, "მანჩესტერ სიტი" მე-6 პოზიციაზე იმყოფებოდა და ლიდერ "ლივერპულს" 6-ქულით ჩამორჩებოდა. ამ წუთისათვის "ქალაქელები" "ლივერპულს" 16 ქულით უსწრებენ. "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგის ზედიზედ 12 შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება.
"ჩვენ ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ და არ ვფიქრობ, რომ ჩემი ფეხბურთელები სატურნირო ცხრილს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჯერ მხოლოდ თებერვალიას და წინ კიდევ არის მოსაპოვებელი 42 ქულა. რამდენიმე დღით დავისვენებთ, შემდეგ კი კვლავ მატჩები გველის", - აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.
ასევე იხილეთ: ევერტონი 1:3 მანჩესტერ სიტი (მიმოხილვა)  

სხვა სტატიები