Belive

დაუშვილი საუკეთესო სამეულში - ქართველი ფეხბურთელი MVP-ს  წოდებისთვის იბრძვის 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ანორთოსისმა" კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-15 ტურის შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ "აპოელს" 1:0 მოუგო და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ოთხმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და ნიკა კაჭარავამ ითამაშა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას სამი კანდიდატი ჰყავს, მათგან ერთ-ერთი კი სწორედ დაუშვილია. საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველისთვის ხმის მიცემა მოცემულ ბმულზე გადასვლითაა შესაძლებელი.

სხვა სტატიები