Belive

დავიდ ალაბა ტრანსფერზე დააყენეს - ავსტრიელით 4 გრანდი ინტერესდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად, შემადგენლობის გაძლიერების მსურველი გუნდები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან. როგორც მოსალოდნელი და ცნობილი იყო, მიუნხენის "ბაიერნის" საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა დავიდ ალაბა, სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში გუნდს დატოვებს. The Telegraph-ის ცნობით, მიუნხენელებმა ავსტრიელი ფეხბურთელი ოფიციალურად დააყენეს ტრანსფერზე და მისგან დაინტერესებული გუნდებისაგან შემოთავაზებებს ელიან. როგორც ცნობილია, ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების მოლაპარაკების მცდელობები იყო, თუმცა უშედეგოდ, სწორედ ამიტომ მანამდე სანამ ალაბა თავისუფალი აგენტი გახდება, გერმანელებმა მისი გასხვისება გადაწყვიტეს. 27 წლის ფეხბურთელით ამჟამად დაინტერესებული კლუბები - "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ" არიან. დავიდ ალაბა "ბაიერნის" რიგებში 2010 წლიდან ირიცხება, მან მინდორზე "რეკორდმაისტერის" მაისურით 380 შეხვედრა ჩაატარა, აღნიშნულ პერიოდში 30 გოლის გატანა და 48 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები