Belive

დავიდ ალაბამ ახალ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია - ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს განცხადებით, ბაიერნის მცველი დავიდ ალაბა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტზე შეთანხმდა. წყაროს ცნობით, მხარეები უახლოეს კვირებში გააფორმებენ ხელშეკრულებას. "სამეფო კლუბში" ფეხბურთელის ხელფასი გადასახადების დაფარვის შემდეგ 12 მილიონი ევრო იქნება. ავსტრიელი მარცხენა მცველით ასევე აქტიურად იყო დაინტერესებული "ლივერპული". ინგლისურმა კლუბმა 28 წლიუს ფეხბურთელს კიდევ უფრო მაღალი ხელფასი შესთავაზა, მაგრამ ალაბამ "ბლანკოსები" აირჩია, რადგან ის მადრიდული გუნდის მაისურის მორგებაზე ოცნებობდა. ალაბა, თითქმის მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ბავარიელთა ღირსებას იცავდა. ცოტა ხნის წინ, “ლივერპულმა” ავსტრიელს შესთავაზა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევროა. 407 ჩატარებულ შეხვედრაში ალაბამ გერმანულ გრანდში 32 გოლი გაიტანა და 49 საგოლე გადაცემა გააკეთა. იგი “ბაიერნის” შემადგენლობაში ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა, მათ შორის 9-ჯერ ბუნდესლიგის და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის.

სხვა სტატიები