Belive

დავიდ ალაბასთვის რეალი და ბარსელონა იბრძოლებენ?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად, გუნდებსა და ფეხბურთელებს შორის სატრანსფერო შეთანხმება ბოლო ფაზაში გადადის. მადრიდის "რეალის" თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა, გამოთქვა სურვილი, რომ მის გუნდს მიუნხენის "ბაიერნის" მცველი, დავიდ ალაბა შეუერთდეს. აღსანიშნავია, რომ 27 წლის ფეხბურთელს გერმანულ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება. მიუნხენური გუნდის მესვეურები აქტიურად განიხილავენ დავიდ ალაბას საკითხს. ცხადია, რომ თავდაპირველად ისინი ფეხბურთელის შენარჩუნებას შეეცდებიან.
იქამდე, სანამ "რეალის" ფრანგი სპეციალისტი დავიდ ალაბას მიმართ ინტერესს გამოხატავდა, ამ უკანასკნელის ბედი კატალონიის "ბარსელონასთან" იყო დაკავშირებული. "რეალისა" და "ბარსელონას" ალაბასადმი ინტერესებს ფეხბურთელის აგენტიც ადასტურებს. მიუნხენელები ალაბას წასვლით საკითხით განსაკუთრებით მას შემდეგ შეწუხდნენ, რაც ფეხბურთელმა სუპერ-აგენტ პინი ზაჰავის მისი წარდგენა სთხოვა. ახლა მთავარი საკითხი ისაა თუ ვინ გაიმარჯვებს ალაბასთვის გასამართ ელ-კლასიკოში, რა თქმა უნდა, თუ გერმანული კლუბი აღნიშნულ ბრძოლაში "დამარცხდა". დავიდ ალაბამ "ბაიერნის რიგებში" 372 შეხვედრა ჩაატარა, მან 30 გოლის გატანასთან ერთად 48 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები