დავიდ ლუისი სეზონს სექტემბერში ვერ დაიწყებს 

ლონდონის “არსენალის” ცენტრალურმა მცველმა დავიდ ლუისმა შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგის სეზონის დასაწყისი გამოტოვოს.

The Athletic-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კისერი დაიზიანა და ვარჯიში გამოტოვა, რაც მის მონაწილეობას ინგლისის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში “ფულემთან” ეჭვქვეშ აყენებს.

ტრავმის გამო, 33 წლის უკანახაზელმა შესაძლოა მთელი თვე გამოტოვოს.

ზაფხულში “ჩელსის” ყოფილმა ფეხბურთელმა “მეთოფეებთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

“არსენალი” – “ფულემის” შეხვედრა 12 სექტემბერს, ლონდონში, “ქრევენ კოტეჯში” გაიმართება.

(4)

დავიდ ლუისი სეზონს სექტემბერში ვერ დაიწყებს 

სტატიის ავტორი
-