Belive

დავიდ ლუისთან უმძიმესი შეჯახების შემდეგ რაულ ხიმენესი საავადმყოფოში გადაიყვანეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-10 ტურში "არსენალისა" და "ვულვზის" დაპირისპირებაში შეხვედრის მე-5 წუთზე "ვულვზის" შემტევი რაულ ხიმენესი ძალიან მძიმედ შეეჯახა დავიდ ლუისს. ვილიანის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ორივე მოთამაშე ცდილობდა ბურთზე თამაშს, შეჯახება უმძიმესი გამოდგა, მაყურებლების არყოფნის გამო შეჯახების ხმის გაგოგენბა თავისუფლად იყო შესაძლებელი . ორივე მოთამაშეს სამედიცინო ბრიგადის დახმარება დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელ მცველს სახე მთლიანდ სისხლში ჰქონდა, მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და თამაშის გაგრძელება შეძლო, ხოლო ხიმენესის ტრავმა გაცილებით სერიოზული გამოდგა. შეხვედრა დაახლოებით ათი წუთით იყო შეჩერებული, სანამ ექიმები "ვულვზის" შემტევს დახმარებას უწევდნენ. რაულ ხიმენესი პირდაპირ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს იმედია, მექსიკელი ფეხბურთელის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება.


   

სხვა სტატიები