დავიდ სილვამ მანჩესტერ სიტის დატოვება გადაწყვიტა

“მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა, დავიდ სილვამ სენსაციური განცხადება გააკეთა. ესპანელი ფეხბურთელის მტკიცებით, იგი “ქალაქელთა” რიგებში უკანასკნელ სეზონს ჩაატარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 2019/20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, დავიდ სილვა “მანჩესტერ სიტის” დატოვებს. აღნიშნულის შესახებ, სილვამ მცირე განმარტება გააკეთა: “10 წელი ჩემთვის სრულებით საკმარისია. ეს იდეალური დროა ჩემთვის.”

დავიდ სილვამ მანჩესტერ სიტის დატოვება გადაწყვიტა 1

შეგახსენებთ, დავიდ სილვა “მანჩესტერ სიტის” 2010 წლის 30 ივნისს  შეუერთდა. “ქალაქელთა” მაისურით ჩატარებულ 284 შეხვედრაში სილვამ 54 გოლის გატანა შეძლო და ოთხჯერ გახდა პრემიერ ლიგის გამარჯვებული.

დავიდ სილვამ მანჩესტერ სიტის დატოვება გადაწყვიტა

სტატიის ავტორი
-