Belive

დავიდ სილვას კორონავირუსი დაუდგინდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "სოსიედადის" ახალწვეულს - დავიდ სილვას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ, ესპანელი ფეხბურთელი სამშობლოში ჩაფრინდა და "რეალ სოსიედადის" ფორმა მოირგო. როგორც ცნობილი ხდება, დავიდს მის ახალ თანაგუნდელებთან და კლუბის შტაბთან შეხება არ ჰქონია, შესაბამისად მათ საფრთხე არ ემუქრებათ.
"გასული 72 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტირება სოსიედადის მეორე ფეხბურთელს ჩაუტარდა. პირველმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. დავიდ სილვა გუშინ სან სებასტიანში ჩამოფრინდა, რის შემდეგაც მას კორონავირუსი დაუდგინდა. სან სებასტიანში ჩამოსვლისას, გუნდის ახალწვეული მწვრთნელსა და ფეხბურთელებს არ შეხვედრია," გკითხულობთ გუნდის განცხადებაში.
დავიდ სილვა, რომელსაც მანჩესტერში უკვე ლეგენდარულ ფეხბურთელად მოიხსენიებენ, “ლაციოში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო: კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული იყო და ესპანელს უკვე რომში ელოდებოდნენ, თუმცა მოვლენები მოულოდნელად სხვანაირად განვითარდა და სილვა “რეალ სოსიედადის” ფეხბურთელი გახდა. იტალიური მედიის თანახმად, დავიდ სილვას ანაზღაურება “ლაციოში” წელიწადში 4 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო. ამასთან, მას ავტომობილი მოემსახურებოდა და კერძო თვითმფრინავით ყველა ფრენა უფინანსდებოდა. მოულოდნელად, დავიდ სილვამ გადაწყვეტილება შეიცვალა და “რეალ სოსიედადის” რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. Sky Sports-ის ცნობით, ესპანელმა ნახევარმცველმა სან სებასტიანელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით, ყოველწლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს.  

სხვა სტატიები