დავიდ ვილა ფეხბურთიდან მიდის

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა დავიდ ვილამ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, რომელიც მიმდინარე წლიდან იაპონურ “ვისელ კობეში” ყოფილ თანაგუნდელ ანდრეს ინიესტასთან ერთად გამოდის, სეზონის ბოლოს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.

“ამის შესახებ ძალიან ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ გადაწყვეტილება ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების დახმარებით მივიღე. მინდა ფეხბურთიდან წავიდე”,-თქვა 37 წლის ვილამ.

კარიერის განმავლობაში “სარაგოსას”, “ვალენსიას”, “ბარსელონას”, და “ატლეტიკოს” ყოფილ ფორვარდს ესპანეთის ჩემპიონატი სამჯერ, ჩემპიონთა ლიგა, სამი კოპა დელ რეი და ამდენივე ქვეყნის სუპერთასი მოუგია.

(29)

დავიდ ვილა ფეხბურთიდან მიდის

სტატიის ავტორი
-