Belive

დავიდ ვილია 40 წლის გახდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი დავიდ ვილია 40 წლის გახდა. ვილია როგორც ევროპული, ასევე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რასაც მისი შედეგები და ტიტულები ცხადყოფს. ესპანელმა თავდამსხმელმა კარიერის დიდი ნაწილი ლა ლიგაში გაატარა, ითამაშა ისეთ კლუბებში როგორებიცაა: "ვალენსია", "ბარსელონა" და "ატლეტიკო", ასევე "სპორტინგ ხიხონი" და "სარაგოსა". კარიერის ბოლოს MLS-ში გადაინაცვლა, სადაც თავდაპირველად "ნიუ იორკ სიტის" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი "ვისელ კობეში" გადაინაცვლა, სადაც ამ დრომდე ასპარეზობს.
დავიდ ვილიას საუკეთესო გოლები | VIDEO

გთავაზობთ ვილას შედეგებსა და ტიტულებს: შედეგები:
  • 639 თამაში
  • 98 სანაკრებო თამაში
  • 387 გოლი
  • 89 საგოლე გადაცემა
ტიტულები:
  • ლა ლიგა - 3 
  • კოპა დელ რეი - 3 
  • ესპანეთის სუპერ თასი - 3 
  • უეფას ჩემპიონთა ლიგა - 1 
  • მსოფლიო ჩემპიონატი - 1 
  • ევროპის ჩემპიონატი - 1 
  • სუპერ თასი - 1 
  • კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი - 1 

სხვა სტატიები