Belive

დავით მუჯირი: "მარტში მატჩების ჩატარება წარმოუდგენლად მიმაჩნია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" სტუმრობისას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ერთა ლიგის ნახევარფინალის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების შესახებ ისაუბრა. სფფ-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ ფედერაცია უეფასთან დიდი ხანია ურთიერთობს და მატჩის გადადების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. "უეფასთან ყოველდღიურად ვკონტაქტობთ და მათ მატჩის გადადებას ვთხოვთ. მცირეა იმის შანსი, რომ ბელარუსთან შეხვედრა თავის დროზე ჩატარდეს. გვინდა მოპოვებული უპირატესობა გამოვოყენოთ, რაც D დივიზიონში წარმატებით მოვიპოვეთ. მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება გამოსავალი არ არის. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს პარიზში, სადაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისას სტადიონის გარეთ ხალხი მაინც შეიკრიბა. რა მნიშვნელობა აქვს ხალხის მასობრივი შეკრება სტადიონზე მოხდება თუ მის გარეთ. ჯერჯერობით გადაწყვეტით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრით, წარმოუდგენელია მარტის ბოლოს ფლეი - ოფის მატჩები ჩატარდეს. გარდა გულშემატკივრისა, საფრთხის ქვეშ არიან ჩვენი ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპიდან და ამერიკიდან საკმაოდ დიდ მამძილზე გამოგზავრება უწევთ და ჩვენთვის მათი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია",-თქვა მუჯირმა. არსებული ინფორმაციით, საქართველო-ბელარუსის შეხვედრა 26 მარტს, "დინამო არენაზე" უნდა გაიმართოს.

სხვა სტატიები